„ადმირალ რაფტინგ ჯგუფი“ 2018 წლიდან აწყობს საჯომარდო ტურებსა და კერძო თუ კორპორაციულ ღონისძიებებს ფასანაურში. კომპანიის საჯომარდო ბანაკში დაგხვდება ულამაზესი ბუნება, კომფორტული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და გემრიელი კერძები.
ტურის განმავლობაში ყველა საჭირო აღჭურვილობით იქნები უზრუნველყოფილი:
ჩაფხუტი
სამაშველო ჟილეტი
ნიჩაბი
თითოეულ ნავს პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორი გაუძღვება. წყალში შესვლამდე კი ყველა მონაწილეს 15–20-წუთიანი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდება.
ჯომარდობის შემდეგ შეგიძლია დრო ბანაკშიც გაატარო, დატკბე ბუნებით, დაისვენო და სასიამოვნო გარემოში ყოველდღიურ რუტინას გაექცე.
პაკეტები:
მაქსიმუმ 4 ადამიანი, 8 კმ-იანი მონაკვეთი: 200 ლარი
მაქსიმუმ 6 ადამიანი, 8 კმ-იანი მონაკვეთი: 300 ლარი
მაქსიმუმ 6 ადამიანი, 12.5 კმ-იანი მონაკვეთი: სპეციალური ფასი მხოლოდ რუნიზე, 420 ლარის ნაცვლად 300 ლარი
შეკრიბე მეგობრები ან ოჯახის წევრები და მოემზადე არაგვზე დაუვიწყარი თავგადასავლისთვის.

