ღონისძიების შესახებ
31 ივლისს, მზიურის ღია კინოჩვენებების სივრცე დაეთმობა ახალგაზრდა ანიმატორებს, მათი ანიმაციური ნამუშევრების ჩვენების მოსაწყობად.
დასწრება თავისუფალია.
„მზიურის კაფეში“ ნახავთ სხვადასხვა ანიმატორის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს, შეძლებთ მათ გაცნობასა და დამეგობრებას! უფრო გამოცდილი ანიმატორები კი გაგვიზიარებენ თავიანთ რჩევებს. ასევე, შეგექმნებათ წარმოდგენა საქართველოს ანიმაციის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე.
თუ გაქვს ანიმაცია, რომლის ჩვენებაც გინდა, გამოგვიგზავნე @egari.anim-ზე, შევარჩევთ და სხვებთან ერთად ვაჩვენებთ!
ჩვენების იქნება 30-წუთიანი, შემდგომ კი მოჰყვება დისკუსია სამ ანიმატორთან.
სივრცე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
პროექტის მიზანია:
კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება. თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება.


