Homepage

ქეთა ციცქიშვილის სადებიუტო რომანის წარდგენა

ორგანიზატორი:კაფე მზიური
ქეთა ციცქიშვილის სადებიუტო რომანის წარდგენა

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე კაფე „მზიურში“ ქეთა ციცქიშვილის სადებიუტო რომანის წარდგენა გაიმართება.

„ყველა თავისას ეძებს თანამედროვე ლიტერატურაში, ზოგს ის ახარებს და ზოგს ეს, ერთს ერთი მოსწონს, მეორეს – მეორე. მე ჩემად, ერთადერთ რამეს ვითხოვ, რომ დღეს დაწერილმა ტექსტმა, დღევანდელობას ზურგი არ აქციოს, არ გაექცეს, არ დაემალოს და თუ სათქმელია თქვას, თუ დასაყვირია – დაიყვიროს და თუ საგანგაშოა, განგაშის ზარიც შემოკრას. „მსხვრევა“ აქაა. მიწაზეა. საქართველოზეა. უახლოეს წარსულზე და აწმყოზეც და იმ ამბავზე რომ ვიცი და იცი და ვიცი რომ ბევრი გიფიქრია და იცი რომ მეც მიფიქრია, ბოროტების ამ ბანალურობაზე რომ უსამართლობამ – სამართალი, ძლიერმა – სუსტი და სისტემამ ადამიანი დაჩაგრა და ჩაგვრა რომ ჩაგვრად არ დარჩეს და ბოროტება ბოროტებად და უსამართლობას არ ეგონოს რომ დაგვავიწყდა და ანდაც შევეგუეთ ამიტომ უნდა ვწეროთ და ბოროტება ვამხილოთ და გავასამართლოთ“. I ივა ფეზუაშვილი.

დასწრება თავისუფალია, გელოდებით.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲛᲖᲘᲣᲠᲘᲡ ᲞᲐᲠᲙᲘ, ᲘᲚᲘᲐ ᲭᲐᲕᲭᲐᲕᲐᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ N23
მთავარი