Homepage

მამობის 10 მცნება - მშობლის გზამკვლევი

ორგანიზატორი:კაფე მზიური
მამობის 10 მცნება - მშობლის გზამკვლევი

ღონისძიების შესახებ

რა ნიშნავს იყო კარგი მამა? არსებობს უნივერსალური პასუხი, თუ სწორედ ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში იმალება ის ღირებულებები, რომლებიც შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებათ?

ამ შეხვედრაზე მამები ერთად შევქმნით „მამობის 10 მცნებას“ - არა როგორც წესების ჩამონათვალს, არამედ როგორც ღირებულებების გზამკვლევს, რომელიც ეფუძნება პოზიტიური მშობლობის პრინციპებს, ურთიერთპატივისცემას, ემოციურ სიახლოვესა და პასუხისმგებლიან მამობას.

შეხვედრის მთავარი იდეაა, რომ მამობის საუკეთესო პრაქტიკები თავად მამების გამოცდილებიდან იბადება. თითოეული მონაწილე საკუთარი ისტორიებით, გამოწვევებითა და აღმოჩენებით შეიტანს წვლილს საერთო დოკუმენტის შექმნაში. ერთად ვიმსჯელებთ, რა ეხმარება მამებს შვილებთან ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებაში, რა ღირებულებები გვინდა გადავცეთ მომავალ თაობას და როგორ შეიძლება ეს ყოველდღიურ ქცევებში გადმოვიტანოთ.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები ერთობლივად შევიმუშავებთ „მამობის 10 მცნებას“ - გზამკლევს, რომელიც დაგვეხმარება მამებს შვილების აღზრდაში და შეიძლება შთაგონებად იქცეს ოჯახის ყველა წევრისთვის.

ფასილიტატორი: წიგნების თაროს წამყვანი, მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲛᲖᲘᲣᲠᲘᲡ ᲞᲐᲠᲙᲘ, ᲘᲚᲘᲐ ᲭᲐᲕᲭᲐᲕᲐᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ N23
მთავარი
logo