ღონისძიების შესახებ
კვირას, 26 ივლისს, მზიურის ღია კინოჩვენებების სივრცე დაეთმობა რეჟისორ ვიკ ლის.
მზით გადახურებულ ქალაქში ავტომობილის გატაცება ერთმანეთთან აკავშირებს სრულიად უცნობ ადამიანებს. სისასტიკისა და გულგრილობის მცირე გამოვლინებები ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა და თანდათან ისეთ შედეგებამდე მიდის, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა.
ფილმის შესახებ:
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენების ჯაჭვის მეშვეობით ფილმი იკვლევს, როგორ გადაეცემა ბოროტება ადამიანიდან ადამიანს, თითქოს დაავადება იყოს, და როგორ აძლევს სხვების მიმართ გულგრილობა მას გავრცელების საშუალებას.
რეჟისორის შესახებ:
ვიკ ლი ისრაელში მოღვაწე დამოუკიდებელი კინორეჟისორია. კინოში მოსვლამდე იგი მუშაობდა მსახიობად, მუსიკოსად და სცენარისტად. რამდენიმე წლის წინ მან გადაიღო თავისი პირველი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. Small Acts მისი მესამე და ჯერჯერობით ყველაზე ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
დასწრება თავისუფალია,
სივრცე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
პროექტის მიზანია:
- კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან
- ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება
- თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება


