Homepage

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ორგანიზატორი:KISFF
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი რიგით მე-6 გამოშვებით, 16-22 ოქტომბერს დაუბრუნდება მაყურებელს!

ფესტივალი წელს კვლავ მრავალფეროვან პროგრამას, უცხოელ თუ ქართველ კინემატოგრაფისტებსა და საინტერესო აქტივობებს შემოგვთავაზებს. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება კვლავ სრულიად უფასოდ იხილოს: საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმების პრემიერები, სხვადასხვა ქვეყნის რეტროსპექტივები, ქართული კინოკლასიკა, თანამედროვე ევროპული კინო, დაესწროს ლექციებსა და დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღოს ფესტივალის ნებისმიერ აქტივობაში.

ფესტივალის გენერალური სპონსორი კვლავ TBC - თიბისი ბანკია, რომელიც ფესტივალს უკვე 5 წელია უდგას გვერდში.

ქუთაისის კინოფესტივალის მთავარი პარტნიორი კი Coca-Cola Bottlers Georgia იქნება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა სპონსორს, ყველა მხარდამჭერს, ფესტივალის ყველა მეგობარს და პირველ რიგში ჩვენს ერთგულ მაყურებელს. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ფესტივალი კვლავ აგრძელებს არსებობას, ყოველწლიურად ვითარდება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როგორც ქართულ ისე ევროპულ კინოინდუსტრიაში.

დატოვე შენი ნაკვალევი!

საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს სამ ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო ფილმი
  2. საუკეთესო რეჟისორი
  3. საუკეთესო ოპერატორი

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა:

17 ოქტომბერი

ჭიამაიების ბოლო ზაფხული

რეჟისორი: ლევან ჭყონია

ქვეყანა: საქართველო

უთვალავი უძინარი ღამიდან

რეჟისორი: დეა ჭოლოყავა

ქვეყნები: საქართველო, გერმანია

ლომივით ძლიერი

რეჟისორი: ნათან ვილანო

ქვეყანა: საფრანგეთი

კლასის ფოტო

რეჟისორი: არნას ბალჩიუნასი

ქვეყანა: ლიტვა

როგორ მოვუსმინოთ შადრევნებს

რეჟისორი: ევა საიანოვა

ქვეყანა: სლოვაკეთი

18 ოქტომბერი

შენი ხმის გაგება მინდოდა

რეჟისორი: ჯეიმს პელერიტო

ქვეყანა: აშშ

ბარიერი

რეჟისორი: კრისტოფ დერამი

ქვეყანა: საფრანგეთი

მენარქე

რეჟისორი: შუეიან ვანგი

ქვეყნები: ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო

ფანი სანაპიროზე

რეჟისორი: რაფაელ პეტი ჟილი

ქვეყანა: საფრანგეთი

ფინალური სცენა

რეჟისორი: დიეგო კომპელი

ქვეყანა: არგენტინა

19 ოქტომბერი

დამალული

რეჟისორი: ანა სარუხანოვა

ქვეყნები: საქართველო, გაერთიანებული სამეფო

ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ

რეჟისორი: გიორგი გაგო გაგოშიძე

ქვეყნები: საქართველო, გერმანია

დაქირავებული მკვლელის წერილი

რეჟისორი: ჰლებ პაპოუ

ქვეყანა: იტალია

მაღარო

რეჟისორი: რანდა მარუფი

ქვეყნები: საფრანგეთი, იტალია, მაროკო, კატარი

მრისხანება

რეჟისორები: ფრან მორენო ბლანკო, სანტი პუჟოლ ამატი

ქვეყანა: ესპანეთი

20 ოქტომბერი

კუონგის სამზარეულო

რეჟისორი: მილან არიუსი

ქვეყანა: გერმანია

სველი საქმე

რეჟისორი: თამარ მაღრაძე

ქვეყანა: საქართველო

აღდგომა

რეჟისორი: მიკოლა ზასიეიევი

ქვეყნები: საფრანგეთი, უკრაინა

ტრაკსახა

რეჟისორი: გილერმო დე ოლივეირა

ქვეყანა: ესპანეთი

SOS

რეჟისორი: ანიტა მორინა

ქვეყანა: კოსოვო

21 ოქტომბერი

ულაყი და ბროლის ბურთი

რეჟისორი: კრისტიან ავილესი

ქვეყანა: ესპანეთი

რა ჩაიდინე, ზარინა?

რეჟისორი: კამილა საგინტკანი

ქვეყანა: ყაზახეთი

სხვების მსგავსად

რეჟისორები: ლუიზა ნოლკე, ლეო ჯიშაშვილი

ქვეყანა: გერმანია

არ ისრიალო!

რეჟისორი: გილ სელა

ქვეყანა: საფრანგეთი

კოიოტები

რეჟისორი: საიდ ზაღა

ქვეყნები: საფრანგეთი, იორდანია, პალესტინა, გაერთიანებული სამეფო

სოციალური ქსელები

მისამართი

ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘ, ᲙᲘᲜᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ
მთავარი