მოულოდნელად შეწყვეტილი კვლევითი პროექტის შემდეგ, კინორეჟისორი შვეიცარიის ერთ სოფელში, თავის ჩინელ დედასთან მიემგზავრება. პროექტი, რომლის თავდაპირველი მიზანი ოპტიკური ტექნოლოგიების კვლევა იყო, თანდათან დედის წარსულის გაცნობის მცდელობად იქცევა — ქალის ბიოგრაფიისა, რომელსაც თან სდევს რევოლუციის, საიდუმლოებებისა და მიგრაციის კვალი.
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: სოლვეიგ ქიუ სიუსი
როლებში: სოლვეიგ ქიუ სიუსი, სინ ლი

