Homepage

ჰარი პოტერის ჯადოსნური საღამო

ჰარი პოტერის ჯადოსნური საღამო

საღამოს მთავარი მიზანია, ბავშვებმა ჰარი პოტერის სამყაროში განსაკუთრებული გამოცდილება მიიღონ - ჩაერთონ ჯადოსნური სკოლის ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამ განსხვავებულ მასტერკლასში: სამსახიობო ოსტატობაში, სიმღერასა და ცეკვაში, შეიძინონ ახალი უნარები და საღამოს ბოლოს ერთობლივად წარმოადგინონ მიღებული გამოცდილების შედეგი.

საღამოს პროგრამა:

19:00 - 19:15 სტუმრების მიღება და ფოტოსესია

  1. სტუმრების მიღება
  2. ბავშვების შეკრება მთავარ სივრცეში
  3. თემატური ფოტოების გადაღება
  4. ფონად ჟღერს ჰარი პოტერის საუნდტრეკები
  5. სივრცეში შექმნილია ჯადოსნური სკოლის ატმოსფერო

19:15 - 19:30 - ჯგუფებად გადანაწილება

  1. იწყება საღამოს პირველი თეატრალიზებული ნაწილი - მთავარ სივრცეში შემოდის დამბლდორი. ცოცხალი მუსიკის ფონზე ბავშვები იკრიბებიან და იწყება ჰოგვორტსის ფაკულტეტებში განაწილება.
  2. სცენარის განვითარება:
  3. დამბლდორი მიესალმება მოსწავლეებს და აცნობს მათ ჯადოსნური სკოლის წესებს
  4. გამოაქვს განმანაწილებელი ქუდი
  5. თითოეული ბავშვისთვის იწყება ჯგუფის შერჩევის რიტუალი
  6. ბავშვები ნაწილდებიან სამ ჯგუფად
  7. თითოეული ჯგუფი იღებს თავის მიმართულებას და მასტერკლასის ოთახისკენ მიემართება

დამბლდორის მთავარი გზავნილი: ბავშვებს ეცნობებათ, რომ მათ წინაშე სამი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი თეატრალური, მუსიკალური და საცეკვაო შესაძლებლობები, რათა საღამოს ბოლოს ერთად შექმნან განსაკუთრებული წარმოდგენა.

19:30 - 20:15 სამი პარალელური მასტერკლასი

თითოეული ჯგუფი სამივე მასტერკლასს გაივლის. თითოეული სესია გრძელდება 15 წუთი.

1. ჯადოქრების თეატრი - სამსახიობო ოსტატობა

  1. ბავშვები გაეცნობიან სამსახიობო ხელოვნების ძირითად პრინციპებს:
  2. შეფასებების და ემოციების მართვა
  3. პარტნიორთან ურთიერთობა
  4. ამბის თხრობის საფუძვლები
  5. დასკვნით ეტიუდზე მუშაობა

2. მაგიური სიმღერის მასტერკლასი - ბავშვები ისწავლიან მაგიურ სიმღერას

  1. სიმღერის ტექსტი მათ დახვდებათ ძველ, მაგიურ პერგამენტებზე
  2. შეისწავლიან მელოდიას
  3. იმუშავებენ რიტმზე და გუნდურ შესრულებაზე
  4. მოემზადებიან ფინალური საერთო სიმღერისთვის

3. ჰოგვორტსის მეჯლისის ცეკვა - ბავშვები გაეცნობიან კლასიკური ვალსის მარტივ მოძრაობებს

  1. ვალსის ძირითადი ნაბიჯები
  2. წყვილებში მოძრაობაჰარი პოტერის თემატური მუსიკისთვის სპეციალური ქორეოგრაფიის შესწავლა
  3. სამი ჯგუფი მონაცვლეობით გაივლის სამივე სივრცეს.

20:15 - 20:30 დიდი დასკვნითი წარმოდგენა

სამივე ჯგუფი ბრუნდება მთავარ სივრცეში. იწყება საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ყველა ნასწავლი ელემენტი ერთ დიდ წარმოდგენაში ერთიანდება.

რა შეიძლება ჩაიცვან ბავშვებმა?

  1. მუქი ტანისამოსი
  2. შავი ან მუქი ფერის მოსასხამი
  3. ჰალსტუხი ან ფერადი შარფი
  4. სათვალე
  5. თემატური აქსესუარები და ჯადოსნური ჯოხი

სპეციალური კოსტიუმის შეძენა აუცილებელი არ არის.

აღნიშნულ ღონისძიებაზე არ ხდება ბილეთის დაბრუნება.
ღონისძიება განკუთვნილია 7-12 ასაკის ბავშვებისთვის.

მისამართი

TBILISI, 18 ARAKISHVILI STREET
მთავარი