კერამიკის სტუდია „ნარი“ 2022 წელს ორმა თიხაზე შეყვარებულმა მეგობარმა დავაარსეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებშია.
კერამიკა განტვირთვის, გართობისა და თვითაღმოჩენის საუკეთესო გზაა. ჩვენი სტუდიის მყუდრო გარემო და მაღალი ხარისხის სერვისი თქვენს გამოცდილებას განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს ხდის. ნარი არის ადგილი, სადაც კრეატიულობის აღმოჩენა და ახალი შთაბეჭდილებების დაგროვება ყველაზე სასიამოვნო პროცესია.