Stand-up Tbilisi არის ქართველი სთენდაფერების კომუნა, რომელიც 2018 წლიდან არსებობს და მართავს სხვადასხვა კომედიურ ღონისძიებას საქართველოს ქალაქებში. Stand-up Tbilisi ყოველკვირეულად მასპინძლობს ღია მიკროფონის საღამოებს, სადაც გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რეზიდენტი კომიკოსები Open mic-თან ერთად აკეთებენ თემატურ შოუქეისებს, იმპროვიზაციულ საღამოებს, როუსთ ბეთლებს და სთენდაფის ჟანრის სხვადასხვა წარმოდგენას. ასევე, მათი შექმნილია ისეთი YouTube გადაცემები როგორიცაა: Punchline თერაპია, სეთაფი და ნიჩვრიტი.