შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ ფერად და შთამბეჭდავ შემოქმედებით გამოცდილებაზე გეპატიჟებათ.
ვორქშოფის ფარგლებში გაეცნობით ებრუს, აღმოსავლურ ხელოვნებას, რომლის დროსაც საღებავები წყლის ზედაპირზე ცოცხლდება და უნიკალურ კომპოზიციებად იქცევა. ებრუს თითოეული ნამუშევარი განსხვავებულია და მისი ზუსტად გამეორება შეუძლებელია.
აქტივობის განმავლობაში შექმნით საკუთარ ნამუშევრებს, გადაიტანთ სკულპტურულ ფიგურაზე, გააშრობთ და თან წაიღებთ.
თითოეული მონაწილე შექმნის 3 ნამუშევარს.

