Homepage

საპნის დამზადების ვორქშოფი ბავშვებისთვის

საპნის დამზადების ვორქშოფი ბავშვებისთვის

ღონისძიების შესახებ

შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ პატარებს საპნის დამზადების შემეცნებით ვორქშოფზე ეპატიჟება.

აქტივობის განმავლობაში ბავშვები თავად შეარჩევენ სასურველ ფორმებს, მათ შორის მარწყვს, სტიჩს, ლაბუბუს, გულებს, დათუნიებს და სხვა სახალისო ფიგურებს.

მონაწილეები საპონს საკუთარი გემოვნებით შეურჩევენ ფერსა და სურნელს, დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევარს და ბოლოს სახლში საჩუქრად წაიღებენ.

საპნის შრობის პროცესში ბავშვები გაეცნობიან საპნის წარმოშობის ისტორიას და პარალელურად მოხატავენ დეკორატიულ სკულპტურებს.

ვორქშოფი აერთიანებს შემეცნებას, თამაშს და შემოქმედებას. აქტივობა ბავშვებს ეხმარება ახალი ინტერესების აღმოჩენაში, დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, მოტორიკისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

გარდა ამისა, პატარები დროს გაატარებენ თბილ, მეგობრულ გარემოში და გაიცნობენ ახალ შემოქმედებით მეგობრებს.

სოციალური ქსელები

6 წლამდე ბავშვები აქტივობებს ესწრებიან მშობელთან ერთად.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲐᲮᲕᲚᲔᲓᲘᲐᲜᲘᲡ N25