ღონისძიების შესახებ
ცეშის ზღაპრულ სამყაროში პატარები პატარა უფლისწულის შთაგონებით შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც მეგობრობის სითბოსა და მნიშვნელობას გამოხატავს.
ვორქშოფის განმავლობაში ბავშვები ისაუბრებენ მეგობრობაზე, მის მნიშვნელობაზე და იმ განსაკუთრებულ კავშირზე, რომელიც მათ პირველ მეგობართან, დედასთან, აქვთ.
ვოქრშოფის განმავლობაში მონაწილეები გამოძერწავენ, მოხატავენ და საკუთარი ხელით დაამზადებენ სურნელოვან, ვარსკვლავის ფორმის სანთელს.
ეს პატარა სანთელი მათთვის სიმბოლური ნამუშევარი გახდება, რომელიც მეგობრობის გზას გაანათებს და შეახსენებს პატარა უფლისწულის მთავარ სათქმელს:
„ყველაზე მთავარი თვალით უხილავია.“

