Homepage

სანთლის დამზადების ვორქშოფი ბავშვებისთვის

სანთლის დამზადების ვორქშოფი ბავშვებისთვის

ღონისძიების შესახებ

შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ პატარებს სანთლის დამზადების შემეცნებით ვორქშოფზე ეპატიჟება.

აქტივობის ფარგლებში ბავშვები თავად შეარჩევენ სასურველ ფორმებს, მათ შორის პატარა პრინცს, სტიჩს, კატას, ლომს, დათუნიას, გულს, კრუასანს, ტარტალეტს და სხვა ფიგურებს.

მონაწილეები სანთელს საკუთარი გემოვნებით შეურჩევენ ფერსა და სურნელს, დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევარს და ბოლოს სახლში საჩუქრად წაიღებენ.

სანთლის შრობის პროცესში ბავშვები გაეცნობიან ეკოპროდუქტების უპირატესობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და პარალელურად მოხატავენ სკულპტურებს.

ვორქშოფი შემეცნებით და შემოქმედებით გამოცდილებას აერთიანებს. აქტივობა ბავშვებს ეხმარება შინაგანი ინტერესის გაღვივებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, მოტორიკისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

გარდა ამისა, პატარები დროს გაატარებენ თბილ, მეგობრულ გარემოში და გაიცნობენ ახალ შემოქმედებით მეგობრებს.

სოციალური ქსელები

6 წლამდე ბავშვები აქტივობებს ესწრებიან მშობელთან ერთად.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲐᲮᲕᲚᲔᲓᲘᲐᲜᲘᲡ N25