Homepage

ვიტრაჟის მხატვრობა - პროფესიონალური კურსი

ვიტრაჟის მხატვრობა - პროფესიონალური კურსი

ღონისძიების შესახებ

ჩვენს კურსზე მონაწილეები შეისწავლიან ვიტრაჟის დახვეწილ ჩასხმით ტექნიკას, რომელიც წლების განმავლობაში პროფესიონალი ოსტატების პრაქტიკაში გამოიყენებოდა.

კურსის განმავლობაში გაეცნობით მასალებთან მუშაობის ძირითად პრინციპებს, ფერების შერჩევას, კომპოზიციის შექმნას და იმ დეტალებს, რომლებიც ვიტრაჟის ნამუშევარს განსაკუთრებულ სიღრმესა და ხასიათს ანიჭებს.

პრაქტიკული მუშაობის პროცესში მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან ვიტრაჟის შექმნის გზას, იდეიდან საბოლოო ნამუშევრამდე. კურსი დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ ტექნიკის სპეციფიკა, განივითაროთ სიზუსტე, ფერთა აღქმა და შემოქმედებითი ხედვა.

კურსი გრძელდება 2 დღის განმავლობაში. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი და განკუთვნილია ზრდასრულებისთვის.

სოციალური ქსელები

აბონემენტის დაბრუნება შესძლებელი არ არის.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲐᲮᲕᲚᲔᲓᲘᲐᲜᲘᲡ N25