Homepage

ვიტრაჟის მხატვრობა - საბაზისო ვორქშოფი

ვიტრაჟის მხატვრობა - საბაზისო ვორქშოფი

ღონისძიების შესახებ

შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ ზრდასრულებს მინაზე ხატვის მარტივ და სასიამოვნო ვორქშოფზე ეპატიჟება.

აქტივობის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მინაზე ხატვის საბაზისო ტექნიკას და საკუთარი ხელით შექმნიან პატარა შუშის ნამუშევარს.

ვორქშოფის განმავლობაში შეარჩევთ ფერებს, მოიფიქრებთ კომპოზიციას და ეტაპობრივად გადაიტანთ საკუთარ იდეას შუშის ზედაპირზე. წინასწარი გამოცდილება ან განსაკუთრებული მხატვრული ნიჭი საჭირო არ არის, მთავარია სურვილი, ინტერესი და შემოქმედებით პროცესში ჩართვა.

აქტივობა განკუთვნილია ზრდასრულებისთვის. აერთიანებს განტვირთვას, შემოქმედებას და ახალ გამოცდილებას. ეს არის შესაძლებლობა, დროებით მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას, მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო და შექმნათ ნამუშევარი, რომელსაც თან წაიღებთ.

სოციალური ქსელები

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲐᲮᲕᲚᲔᲓᲘᲐᲜᲘᲡ N25