Homepage

ვი ეს თი ჯორჯია - თბილისის ტური

ორგანიზატორი:WST Georgia
ვი ეს თი ჯორჯია - თბილისის ტური

აღმოაჩინეთ თბილისი წითელი ღია ორსართულიანი ავტობუსით და მოინახულეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები.

ტურის მარშრუტი მოიცავს ძველ თბილისს, მეიდანს, აბანოთუბანს, მეტეხს, მშრალ ხიდს, რიყის პარკს, მშვიდობის ხიდს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, გმირთა მოედანს, აღმაშენებლის გამზირსა და სხვა საინტერესო ადგილებს.

ექსკურსიის განმავლობაში თითოეული ადგილის ისტორიას აუდიოგიდის დახმარებით მოისმენთ. აუდიოგიდი ხელმისაწვდომია ქართულად და კიდევ 14 ენაზე.

ბილეთის ღირებულებაში შედის:

  1. აუდიოგიდის მომსახურება
  2. ერთჯერადი ყურსასმენები
  3. ერთი სრული წრე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 20 წუთია
7 წლამდე ბავშვებისთვის ავტობუსით მგზავრობა უფასოა.
შეძენილი ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ავტობუსის ტურები ყოველდღე, 10:00-დან 20:30 საათამდე ტარდება.
ბილეთი მოქმედებს მასზე მითითებული დროიდან 24 საათის განმავლობაში.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲙᲝᲢᲔ ᲐᲤᲮᲐᲖᲘᲡ N44
მთავარი