კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი“ მდებარეობს სოფელ ნაფარეულში, თელავის მუნიციპალიტეტში.
კომპანიას აქვს საკუთარი ვენახები და აწარმოებს ღვინოს, რომლის 70-80% ქვევრის ღვინოა. ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანიის კუთვნილებაშია ძველი და ახალი მარნები, თანამედროვე დანადგარები და 100 მოქმედი, 4-ტონიანი ქვევრი.
კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო 30 ნომრით, 25-მეტრიანი აუზი და რესტორანი 300 ადამიანზე. ასევე, ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთადერთი ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი, რომელიც 5 დარბაზს აერთიანებს.
მუზეუმში მეცნიერულად და თემატურად არის გადმოცემული თიხა-მინერალების მოპოვება, ქვევრის აგება, გამოწვა, ქვაბულში ჩასმა, რეცხვა, ყურძნის საწნახელში დაჭყლეტა, ფერმენტაციისა და მაცერაციის პროცესებზე დაკვირვება. სადეგუსტაციო დარბაზში კი ტარდება ქვევრის ღვინის ორგანოლეპტიკური ანალიზი.