Homepage

ქვევრის მუზეუმი და მასტერკლასები

ქვევრის მუზეუმი და მასტერკლასები

ღონისძიების შესახებ

„ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი“ უნიკალური სივრცეა, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების სრულ პროცესს დეტალურად აცნობს ვიზიტორს. მუზეუმი 2014 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დააარსეს.

მუზეუმი აერთიანებს 5 საგამოფენო სივრცეს, ქვევრის რვამეტრიან მონუმენტსა და მარანს. აქ წარმოდგენილია ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები, „ტყუპების საღვინე სახლის“ მრავალწლიანი ღვინოების კოლექცია, საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნისა და საწნახელის შესახებ.

მუზეუმის დათვალიერებისას სტუმრები ქართული ღვინის ტრადიციების სამყაროში მოგზაურობენ, ეცნობიან მის ისტორიას და ღვინის დაყენების პროცესის თანამონაწილეებიც ხდებიან.

მუზეუმის მთავარი ექსპონატია სამი 500-ლიტრიანი, 1/3-ზე გაჭრილი ქვევრი, რომლებიც მინის ზედაპირით არის დაფარული. მათი საშუალებით ვიზიტორს შეუძლია დააკვირდეს ღვინის დაყენების სხვადასხვა ეტაპს: ყურძნის დაწურვას, დუღილს, თვითდაწმენდას, ბუნებრივ ფილტრაციას, ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და სხვა პროცესებს.

მუზეუმის მონახულების პარალელურად შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინისა და ჭაჭის სადეგუსტაციო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 5 სახეობის ღვინისა და 2 სახეობის ჭაჭის დეგუსტაციას.

ტყუპების საღვინე სახლი მუშაობს ყოველ დღე. სამუშაო საათები: 11:00 - 18:00
ბილეთების შეძენის შემდეგ გთხოვთ დაუკავშირდით ტყუპების საღვინე სახლს და შეუთანხმეთ სტუმრობისთვის სასურველი დრო: +995 599 333 884
14 წლამდე პირებისთვის მუზეუმში სტუმრობა უფასოა.

მისამართი

ᲗᲔᲚᲐᲕᲘ, ᲡᲝᲤᲔᲚᲘ ᲜᲐᲤᲐᲠᲔᲣᲚᲘ